Friday, June 11, 2010

ENGLISH ACROSS THE WORLD

1.პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები გაეცნობიან ინგლისურენოვან ქვეყნებს(UK;USA;Australia;New Zeland;Canada;Africa,Asia)
2.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისურენოვან ქვეყნებზე,მათ გეოგრაფიულ მდებარეობაზე,დედაქალაქებზე,მოსახლეობაზე,გაეცნობიან ტრადიციებსა და დღესასწაულებს.გამოიკვლევენ ენის გავრცელების ისტორიას,ცვლილებებს და განსხვავებებს ბრიტანულ ინგლისურთან მიმართებით.
გაეცნობიან ამ ქვეყნების ისტორიას, კულტურას,ცნობილ ადამიანებს და მოაგროვებენ ცნობებს ამ ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობებზე.

3.მონაწილეთა ასაკი: IX,X,XI,XII კლასები
4.ვადები: 8 თვე
5.შესაძლო აქტივობები კლასში:დამხმარე ლიტერატურით და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება,პრეზენტაცია,დისკუსიები,შთაბეჭდილებების გაზიარება,თარგმანზე მუშაობა,ნამუშევრების განთავსება ბლოგში, გაზეთის გამოშვება.
6.მოსალოდნელი შედეგები:ზოგადი ცოდნის გამდიდრება, ენის ლექსიკური მარაგის შევსება,თარგმანზე მუშაობის გამოცდილება,ურთიერთთანამშრომლობა.
7.სარგებელი სხვებისთვის:მონაწილენი გაუზიარებენ თანატოლებს მოძიებულ ინფორმაციებს,გააცნობენ ნაშრომებს ინტერნეტის საშუალებით.
8.სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ზეპირ მეტყველებისა და წერითი ჩვევების გაღრმავება–გაუმჯობესება;ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა–შესწავლა;ინგლისური ენის ფორმირებისა და ფორმების გაცნობა შესწავლა.
კავშირი ლიტერატურასთან,ისტორიასთან,გეოგრაფიასთან და ხელოვნებასთან.
10.მონაწილენი სხვა სკოლიდან: არა გვყავს.
11.პროექტის ავტორი:ფატი ბარბაქაძე.
FATIBARBAKADZE@GMAIL.COM.